უკრაინაში ჯერჯერობით არ ადასტურებენ რუსეთის მიერ ჩრდილოეთკორეული რაკეტის გამოყენებას

უკრაინის საჰაერო ძალებში ჯერჯერობით არ ადასტურებენ, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან შეძენილი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ინფორმაციით, საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა დღეს, 5 იანვარს, განაცხადა, რომ ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები იყო, თუმცა ვისი რაკეტებით, მოგვიანებით გაირკვევა. იგნატის თანახმად, სპეციალისტები რაკეტების ფრაგმენტებს შეისწავლიან და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი, იყო თუ არა მსგავსი ფაქტი. „ჯერჯერობით დადასტურება არ შემიძლია“, – თქვა იგნატმა ეროვნული ტელემარათონის დროს.
-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ 4 იანვარს განაცხადა, რომ ბოლო დღეებში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა ჩრდილოეთ კორეისგან შეძენილი სულ მცირე ერთი რაკეტა. ვაშინგტონი მოითხოვს, რომ საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილონ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო