უკრაინაში ჩამოვარდა შეიარაღებული ძალების ფრანგული გამანადგურებელი Mirage-2000

უკრაინის არმიამ დაკარგა ფრანგული წარმოების გამანადგურებელი Mirage-2000. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 22 ივლისს, გვიან ღამით გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საღამოს მოხდა.
საჰაერო ძალების ცნობით, გამანადგურებლით დავალების შესრულების დროს მწყობრიდან გამოვიდა საავიაციო ტექნიკა, რის შესახებაც პილოტმა ფრენის ხელმძღვანელს აცობა, შემდეგ კი კრიზისული სიტუაციებისთვის დადგენილი წესით იმოქმედა და წარმატებით კატაპულტირება შეძლო. საჰაერო ძალების თანახმად, სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა პილოტი იპოვა, მისი მდგომარეობა სტაბილურია, ხმელეთზე კი არავინ დაშავებულა.
საავიაციო შემთხვევის მიზეზს სპეციალური კომისია იკვლევს.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას” განუცხადა, რომ პილოტისგან მიღებული წინასწარი ინფორმაციით, გამანადგურებლის მართვა შეუძლებელი გახდა, მაგრამ მან ყველა შესაძლებლობა გამოიყენა, რათა თვითმფრინავი დასახლებული პუნქტისგან მოეშორებინა.
რუსეთთან ომში მყოფმა მ საფრანგეთისგან 2025 წლის თებერვალში მიიღო გამანადგურებლების, Mirage-2000-ის პირველი პარტია. მხარეებს თვითმფრინავების კონკრეტული რიცხვი არ უთქვამთ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – დანაშაულებრივ პროცედურაში შესვლა, რომელსაც ივანიშვილი ადგილობრივ არჩევნებს არქმევს, აღარ არის ოპოზიციონერობა, რაც შეეხება ემიგრანტებს, ექვთიმე თაყაიშვილი დაბრუნდა და ჩეკაში დაკითხვის შემდეგ გარდაიცვალა – რა პირობებში, ვიცით