უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სააღდგომოდ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანებას სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა და დაწერა, რომ “შაჰიდები” უკრაინის ცაში – ეს არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი“.
უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ ახლა უკრაინაში საჰაერო განგაშია. მისი ინფორმაციით, 17:15 საათზე უკრაინის ცაზე რუსული თავდასხმითი დრონებია დაფიქსირებული.
„უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ და ავიაციამ უკვე დაიწყეს თავდაცვაზე მუშაობა“, – წერს ზელენსკი.
19 აპრილს რუსულმა მედიამ კრემლზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ მოსკოვის დროით 18 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა “სააღდგომო ზავი” აამოქმედა.
