უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს

ომი გრძელდება უკრაინაში, სადაც საბრძოლო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. საჰაერო განგაში დრონებით, შესაძლო თავდასხმის გამო, რამდენიმე ოლქში ჩაირთო. მათ შორის – კიევში, სუმში, დნიპროპეტროვსკსა და ხმელენცკში. იყო აფეთქებები.
რუსულმა ძალებმა დაბომბეს ხერსონის ოლქი – დაიღუპა 1 მამაკაცი, არიან დაშავებულები.
სარაკეტო იერიში მიიტანეს ოკუპანტებმა ზაპოროჟიას ოლქშიც – დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას; პენტაგონმა ოფიციალურად გამოაცხადა რიგით მე-17 რამშტეინის ფორმატის შეხვედრა, რომელიც დღეს შედგება. შეხვედრა უკრაინის ძალების თავდაცვისთვის საჭირო შესაძლებლობების მიწოდებაზე იქნება ფოკუსირებული.
გერმანია უკრაინას 1 300 000 000 ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი Ipsos-ის კვლევაზე: დღევანდელ, უმძიმეს მოცემულობამდე, ევროკავშირი წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა, სავსებით შეგნებულად და მიზანმიმართულად. ოლიგარქიულმა ოჯახებმა როგორც ევროკავშირის მმართველობაში, ასევე წამყვანი ქვეყნების მთავრობებში დანიშნული საკუთარი აგენტურის ხელით ევროპა გაკოტრების პირას მიიყვანეს

დღეს ევროკავშირს, ცალკეული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას, ცალკეულ ინსტიტუციებს, მედიას – ყველაფერს, ოლიგარქიული ოჯახები აკონტროლებენ, მათ შორისაა კვლევითი ორგანიზაცია Ipsos-იც, რომელიც პირდაპირ ოჯახების კუთვნილებაში არსებული გიგანტის, Blackrock-ის საკუთრებაა

ფაქტობრივად, კვლევა ამბობს, რომ დემოკრატიულმა სისტემამ, მმართველობის ამ ფორმამ, ხალხის თვალში საკუთარი თავი ამოწურა – კვლევის, ანუ “დიპ სტეიტის” ამ ხაფანგში არ უნდა გავებათ, რადგან სწორედ ჭეშმარიტმა დემოკრატიამ შექმნა ევროკავშირის ყველა ჯანსაღი ღირებულება