უკრაინაში რუსული დრონის მიერ ავტობუსის დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში რუსული დრონის მიერ ავტობუსის დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა,- განაცხადა ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა.
დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ჰანჟას თქმით, პავლოგრადის რაიონში თავდასხმის შედეგად კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა.
უკრაინის მაღაროელთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ, მიხაილო ვოლინეცმა, განმარტა, რომ რუსი ტერორისტები თავს დაესხნენ ქვანახშირის მომპოვებელ ობიექტს და ავტობუსს, რომელსაც მუშები გადაჰყავდა.
უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ რუსებმა გამოიყენეს ოთხი Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.