უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავზე პარტნიორი ქვეყნების ლიდერები კიევში ჩავიდნენ

ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავზე კიევში პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ჩავიდნენ. რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში უკრაინის ლიდერს მხარდაჭერა კანადის პრემიერმა, იტალიის პრემიერმა, ბელგიის პრემიერმა და ევროკომისიის თავმჯდომარემ გამოუცხადეს.

უკრაინამ იტალიასა და კანადასთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმა. მანამდე შეთანხმება სთან, გერმანიასთან, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთთან გაფორმდა.

ომის მეორე წლისთავზე უკრაინაში ჩავიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ანალენა ბერბოკი ოდესაში უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან ერთად იმყოფებოდა. ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანებული პორტი და ფერისცვალების ტაძარი მოინახულეს, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ეს უკრაინაში ბერბოკის მეექვსე ვიზიტია.

ასევე დაგაინტერესებთ