უკრაინაში ომი გრძელდება – შაჰედის დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო განგაში ღამით რამოდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში ჩაირთო

უკრაინაში ომი გრძელდება – შაჰედის დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, საჰაერო განგაში ღამით რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში ჩაირთო. რუსულმა ძალებმა 23-ჯერ დაბომბეს სუმის ოლქის 8 სასაზღვრო დასახლება, დაფიქსირდა 60-ზე მეტი აფეთქება. არის მსხვერპლი. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა 6 მიმართულებით წარუმატებელი იერიშები განახორციელეს.
პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ს ოფისში ნაპოვნია მოწყობილობა ფარული მოსმენისთვის. ტექნიკა აღმოჩენილია არა უშუალოდ ზალუჟნის კაბინეტში, არამედ ერთ-ერთ სივრცეში, რომელიც “შესაძლოა მომავალში სამუშაოდ გამოეყენებინა“. უსაფრთხოების სამსახურის ცნობითვე, მოწყობილობა, რომელიც ექსპერტიზისთვის გაიგზავნა, გამორთული იყო და მასში რაიმე ინფორმაცია, ან აუდიოჩანაწერის გადაცემის საშუალება არ აღმოუჩენიათ.
ომის პარალელურად, ინტენსიურად ცდილობს ევროკავშირთან ინტეგრაციას.
ს განცხადებით, უკრაინა, ევროკომისიასთან ერთად, უახლოეს მომავალში დაიწყებს უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების პროცესს და „მოლაპარაკების ჩარჩო“, შესაძლოა, გაზაფხულზე დამტკიცდეს.
“ჩვენ გვაქვს ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რისთვისაც მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობდით – გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. უახლოეს დღეებში ოფიციალურად დავიწყებთ ევროკომისიასთან უკრაინის კანონმდებლობის შეფასების პროცესს.
ასევე, ვემზადებით უკრაინის მოლაპარაკებების ჩარჩოზე სამუშაოდ, რასაც გაზაფხულზე ველოდებით. მოლაპარაკების პროცესი ადვილი არ იქნება, მაგრამ მთავარია, ისტორიულად მივიღეთ გადაწყვეტილება: უკრაინა ყოველთვის იქნება ჩვენი საერთო ევროპული სახლის ნაწილი,” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

დაძაბულობის მუხტის შემოსატანად ბევრი ზარი ხორციელდება, რომ თითქოს სადღაც ბომბია განთავსებული. მოსაზრებაც მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც, რომ ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან, საიდანაც „ჰექსოგენიც“ გამოგვიგზავნეს

ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ის გლობალური პოლიტიკური რეჟიმი არ დამარცხდება, ვინც საქართველოში ეს მახრჩობელა სურო დაგვითესა. თაობები იცვლება, უცვლელი კი უნდა დარჩეს “ქართული სახელმწიფოს” იდეა