,,უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ევროპაში 650 000 წვევამდელი გაემგზავრა”- ევროსტატი

ში ომის დაწყებიდან დღემდე ევროპაში 650 000 წვევამდელი გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული მედია „ევროსტატზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ევროპის სტატისტიკური სამსახური იუწყება, ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში, ასევე შვეიცარიაში, ლიხტენშტეინსა და ნორვეგიაში იმყოფება 650 ათასი უკრაინელი მამაკაცი, რომლებსაც ასაკით ჯარში სავალდებულო გაწვევა უწევთ.
„ევროსტატის“ მონაცემების ანალიზის მიხედვით, დღეს ევროკავშირში დროებითი დაცვის სტატუსი 4,3 მილიონი უკრაინელს აქვს მინიჭებული. მათგან 18%-ზე მეტი მამაკაცია, რომელთა ასაკიც 18-დან 64 წლამდე მერყეობს.
ამასთან, ავსტრიული მედია არ აქვეყნებს მონაცემებს, თუ რამდენი უკრაინელი მამაკაცი ჩავიდა ევროპაში ლეგალურად, როგორც მრავალშვილიანი მამა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და სხვა იმ კატეგორიაში შემავალი მამაკაცი, რომელთაც ქვეყნის დატოვების უფლება აქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ