უკრაინაში მებრძოლ ოსებს დრონები გადასცეს – ცხინვალი

ოსური სააგენტო რეს-ის ცნობით, ს მხარეს ში მებრძოლ ოსებს, სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა პირადად გადასცა კვადროკოპტერები.
მედიის ცნობითვე, კვადროკოპტერები მებრძოლებმა თავად ითხოვეს და მათი თხოვნა ცხინვალმა გაითვალისწინა.
ოფიციალური ცნობით, დღეს უკრაინაში დაახლოებით 12 ათასი ოსია, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან. 12 ათასიდან ათასზე მეტი სამხრეთ ოსეთიდანაა, რაც, ბრძოლისუნარიან მამაკაცთა 13%-ს შეადგენს. 40-მდე უკვე დაიღუპა.
“ვიღაცები ამბობდნენ, რომ ეს ჩვენი ომი არაა, მაგრამ ეს ჩვენი ომია, სამწუხაროდ. იმის გათვალისწინებთ, თუ რას ვხედავთ მოსაზღვრე საქართველოში, ღმერთმა არ ქნას, რუსეთმა უკრაინაში უკან დაიხიოს, ჩვენი მომავალი, როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთ ოსეთის – არ იქნება შესაშური. ამიტომაც ეს ომი აბსოლუტურად ჩვენი ომია”, – განაცხადა უკრაინაში ოს სამხედროებთან შეხვედრის დროს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პეტრე გასიევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, “ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მის მანქანას ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც