გარდაიცვალა სპარტაკ ლეკიაშვილი, რომელიც 2023 წელს ბახმუტში მძიმედ დაიჭრა.
ლეკიაშვილი საფრანგეთში გადიოდა მკურნალობას, იქამდე კი უკრაინასა და საქართველოში.
მისი ოჯახის ახლობელი, ია ამირანაშვილი, „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში ამბობს, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა საუბარია, ჯანმრთელობის უეცარ გართულებაზე.
„ სპარტაკის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. გარდა იმისა, რომ ომში მიღებული ტრავმის შემდეგ მხედველობა დაკარგა, ის სრულად პარალიზებული იყო“, – აცხადებს იგი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების პროცედურები.