უკრაინაში კორუფციის გამო კიბერუსაფრთხოების სფეროს ორი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს – მედია

უკრაინაში კორუფციის გამო კიბერუსაფრთხოების სფეროს ორი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კერძოდ, საუბარია სპეციალური კავშირისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელზე იური შიგოლზე და მის მოადგილეზე.
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უწყების ხელმძღვანელობა 62 მილიონი გრივნის (დაახლოებით 1, 72 მილიონი დოლარი) ოდენობის სახელმწიფო სახსრების დაუფლებაში დაადანაშაულა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2020-2022 წლებში მსხვილი კომპანიების მფლობელმა სპეციალური კავშირისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობასთან გარიგებით აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების დაუფლების სქემა შეიმუშავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება

ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავასრულოთ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც თბილისის მერიაშია და ყველა საჯარო დაწესებულებაში სისტემური ხასიათი აქვს