უკრაინაში დაჭრილი თერთმეტივე ქართველი მებრძოლის მდგომარეობა სტაბილურია | მამულაშვილი

“ქართული ლეგიონის” მეთაურის, ს ინფორმაციით, ში დაჭრილი თერთმეტივე ქართველი მებრძოლის მდგომარეობა სტაბილურია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი მკურნალობას სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებენ.
ლეგიონის ერთ-ერთი ჯგუფი სამი დღის წინ დონეცკის მიმართულებაზე სპეცოპერაციას ასრულებდა, როცა საარტილერიო შეტევის ქვეშ მოყვა. დაიღუპა ორი პროფესიონალი სამხედროც, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი, რომელთა ცხედრების გადმოსვენება მძიმე შეტაკებების გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება.
“სტაბილური მდგომარეობაა. ძირითადი ნაწილი გადმოყვანილია უკვე ს საავადმყოფოში, სამხედრო ჰოსპიტალში. დანარჩენები, ცოტა მძიმედ ვინც იყვნენ და ტრანსპორტირება არ შეიძლებოდა, როდესაც ტრანსპორტირებას დაუშვებენ ექიმები, მაშინ უკვე გადავიყვანთ ცენტრალურ ჰოსპიტალში. ჩაუტარდათ ოპერაციები, წარმატებულად. ამოღებულია, ძირითადად, აფეთქების შედეგად მიღებული ნამსხვრევები,” – ამბობს მამულაშვილი.
ასევე ნახეთ:
· “მძიმე კონტაქტური ბრძოლებია” | უკრაინაში დაჭრილი ქართველების რაოდენობა 11-მდე გაიზარდარამაზ
· ფეტელავა და ბექა ლომაშვილი | დაბომბვაში მოყოლილი “ქართული ლეგიონი” და უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლი