უკრაინაში დაღუპულ გოჩა ჟვანიას და ზურა წიკლაურს საქართველოში 7 თებერვალს ჩამოასვენებენ

რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გოჩა ჟვანიას და ზურა წიკლაურს საქართველოში ჩამოასვენებენ 7 თებერვალს, თბილისის დროით 04:00 საათზე, კიშინიოვი-თბილისის რეისით.
ინფორმაციას ქართული ლეგიონი ავრცელებს.
გოჩა ჟვანია და ზურა წიკლაური 2 თებერვალს, ში რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას დაიღუპნენ.
ოკუპანტებმა ისინი აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე მოკლეს.
ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია, ქართული ლეგიონის შემადგენლობაში, უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ