უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ცხედარი ფრონტის ხაზიდან ამ დრომდე ვერ გამოჰყავთ

ში, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული, დან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარი ფრონტის ხაზიდან ამ დრომდე ვერ გამოჰყავთ.
თენგიზ ჭანია იყო აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე. იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი. უკრაინაში იბრძოდა ომის დაწყების პირველივე დღიდან და ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ დაიჭრა, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ, ორივეჯერ ბრძოლის წინა ხაზზე დაბრუნდა.
ჭანია ავდეევკა-მარინკას მიმართულებაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების “აზოვის” მესამე მოიერიშე ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, როდესაც პერიმეტრზე რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს.ს სრულმასშტაბიან ომს, 2022 წლის შემდეგ, 62 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.