უკრაინაში დაღუპული თენგიზ ჭანიას ცხედარი თანამებრძოლებმა ცხელი წერტილიდან გამოიყვანეს

ში ს ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული თენგიზ ჭანიას ცხედარი თანამებრძოლებმა ცხელი წერტილიდან გამოიყვანეს. რადიო თავისუფლებას თენგიზ ჭანიას მეგობრები უდასტურებენ, რომ ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
ოკუპირებული დან დევნილი 48 წლის მებრძოლის საქართველოში ჩამოსვენების თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის. მეგობრები ვარაუდობენ, რომ ეს დაახლოებით ერთ კვირაში მოხდება.
თენგიზ ჭანია ბრძოლის წინა ხაზზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან აფეთქებას 22 მარტს ემსხვერპლა. მისი ცხედრის გამოყვანა თანამებრძოლებმა ადგილზე მიმდინარე აქტიური საომარი მოქმედებების გამო მხოლოდ სამი დღის შემდეგ, 25 მარტს, შეძლეს.
დანაც ისე გამოასვენებენ, როგორც მას ეკადრება და შემდეგ ჩამოასვენებენ საქართველოში“, – გვითხრა თენგიზ ჭანიას მეგობარმა მაია კალანდიამ.
48 წლის მებრძოლი რუსეთის მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიიდან დევნილია. მშობლიური სოფლის იძულებით დატოვების შემდეგ ოჯახთან – ცოლთან და ორ შვილთან – ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში დასახლდა. აქვე ცხოვრობს მისი ტყუპისცალი ძმა. ოკუპაციისა და საფრთხის მიუხედავად, მებრძოლის მშობლები მშობლიურ ოტობაიაში დარჩნენ.
თენგიზ ჭანია გამოცდილი მეომარი იყო. მონაწილეობდა აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ის უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან წავიდა. როგორც მეგობრები იხსენებენ, ამ ხნის განმავლობაში ორჯერ დაიჭრა, თუმცა ბრძოლა არ შეუწყვეტია. თენგიზ ჭანია უკრაინის შეიარაღებული ძალების „აზოვის“ პოლკის შემადგენლობაში ირიცხებოდა და როგორც გამოცდილი მებრძოლი, ძირითადად ომის წინა ხაზზე იყო.
როგორც მაია კალანდია იხსენებს, ასეთ ვითარებაშიც კი ახალგაზრდა მებრძოლი ახერხებდა მეგობრებთან და დედასთან გასაუბრებას, მათ გამხნევებას. დარწმუნებული იყო, რომ უკრაინაში რუსეთის დამარცხებით, მშობლიურ აფხაზეთშიც შეძლებდა დაბრუნებას.
„ბოლოს 19 მარტს ველაპარაკე, ამბობდა, გავიმარჯვებთო… გამარჯვებაში დარწმუნებული იყო… ბრძოლის ველზე მყოფი მაინც ყოველ წამს მზად არის სიკვდილისთვის – როცა ადამიანი ასეთ დავალებაზე გადის, მან 99%-ით იცის, რომ აღარ იქნება და თავს სწირავს“, – ამბობს მაია კალანდია.
48 წლის მებრძოლს მშობლიურ ოტობაიასთან ახლოს, ოკუპირებული გალის რაიონის მოსაზღვრე, ზუგდიდის სოფელ განმუხურში დაკრძალავენ სამხედრო პატივით.
რუსეთი უკრაინაში ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. დღემდე ამ საომარ ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა