უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზამთრის პერიოდისთვის მხარდაჭერის პროგრამაში ჩასართავად განცხადებების მიღების დაწყებიდან ორ საათში დაახლოებით ნახევარი მილიონმა მოქალაქემ მიმართა სახელმწიფოს დახმარების თხოვნით. ეს გულისხმობს 1000 ურკაინული ჰრივნის (დაახლოებით, 24 აშშ დოლარამდე) გაცემას საჭიროების მქონე თითოეულ მოქალაქეზე – ბავშვსა და ზრდასრულზე, რომლის დახარჯვაც მათ შეეძლებათ 2026 წლის ივნისამდე: კომუნალურ გადასახადებზე, მედიკამენტებზე, უკრაინულ პროდუქციაზე, უკრაინულ წიგნებსა და ზელენსკის სიტყვებით, „რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ამ თანხის დონაცია მოხალისეებისთვის და იმ ფონდებისთვის, რომლების უკრაინის არმიას ეხმარებიან“.
დახმარების მისაღებად უკრაინელებს შეუძლიათ 24 დეკემბრამდე მიმართონ სახელმწიფოს და 10 დღის ვადაში მიიღებენ მას,
„პროგრამისთვის თანხები არის და გასულ წელს 14-მა მილიონმა უკრაინელმა ისარგებლა ზამთრის პერიოდის დახმარებით, ასე რომ, წელსაც მოველით, რომ დიდ სარგებელს მივიღებთ პროგრამით. უკრაინის მთავრობა სრულად ახორციელებს ამ პროგრამას. თუ საჭირო იქნება დამატებითი მხარდაჭერა, დამატებითი თანხები, ჩვენ მას უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა 15 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, შარშან ზამთრის პერიოდის დახმარებით უკრაინელთა დაახლოებით 37%-მა ისარგებლა.
ფორუმი




