უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია

უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შე. ინფორმაციას მისი თანამებრძოლები ავრცელებენ. ინფორმაციას ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტროც.
როგორც მისი კოლეგები ამბობენ, ის თანამებრძოლების სახიფათო ზონიდან გამოყვანას ცდილობდა. მიხეილ შედანია უკრაინის მოქალაქე და პოლკ „აზოვის“ მებრძოლი იყო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ შედანიას საქართველოში ჩამოასვენებენ და აქ დაკრძალავენ.
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის.
მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში 2022 წლის მარტის დასაწყისში წავიდა.
ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი შეჭრიდან და ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დღემდე ბრძოლაში 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ფორუმი