უკრაინაში აშშ-ის ელჩი – უკრაინაზე დარტყმებით პუტინმა გაამყარა უკრაინელების სიმტკიცე, დაიცვან თავიანთი თავისუფლება

რუსეთმა, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ 450-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა, – ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმებით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიდევ უფრო გააძლიერა უკრაინელი ხალხის სიმტკიცე – დაიცვან საკუთარი თავისუფლება.
„პუტინმა მოკლა და დაჭრა მშვიდობიანი მოქალაქეები, დროებით შეუწყვიტა სინათლე და სითბო ათასობით ადამიანს და ცდილობდა, დაერღვია ერის ნება – მაგრამ მან მხოლოდ გაამყარა უკრაინელების სიმტკიცე, დაიცვან თავიანთი თავისუფლება და ასევე ჩვენი სიმტკიცე – მხარი დავუჭიროთ უკრაინას ეგზისტენციალურ ბრძოლაში – რაც მნიშვნელოვანია ევროპასა და მის მიღმა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“,- წერს ბრიჯიტ ბრინკი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)