ში ასიათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე რჩება ს თავდასხმების შემდეგ

უკრაინაში ასიათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა, ს მხრიდან ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მიტანილი იერიშების შემდეგ. ამ შინაარსის განცხადება კვირას დილით გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, მ.
მისი თქმით, განსაკუთრებულად რთული ვითარებაა ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, ჩერნიგოვის, დონეცკის, სუმის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
ოდესის ოლქზე დარტყმები რამდენიმე ღამის განმავლობაში გრძელდება. 13 დეკემბრის ღამის თავდასხმების შემდეგ ქალაქის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კვირას დილით იუწყებოდნენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ოლქის 100 ათასამდე ოჯახს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, 14 დეკემბრის ღამით რუსეთის არმიამ ზე დარტყმა მიიტანა Iskander M-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტით და 138 დრონით. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის.
ფორუმი