უკრაინაში ომის დასრულებისა და ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება –

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში ომის დასრულებისა და ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება და ამ პროცესს სპეციალურად არავინ გააჭიანურებს.
„ომის დასრულების შემდეგ მოიხსნება საომარი მდგომარეობა. საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ არჩევნები უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით ჩატარდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, ისინი ომის საბოლოოდ დასრულების გეგმაზე იმუშავებენ.
„ეტაპობრივი გეგმა უკრაინული მხარისთვის უსაფრთხოების გარანტიებით. თუ ეს ყველაფერი შესრულდება, ასეთი გეგმის მომზადების შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება ეტაპობრივი განხორციელება, რომელიც ომის დასრულებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა