უკრაინაში ავტოავარიას 14 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი – მედია

უკრაინაში, რივნეს ოლქში, ავტოავარიის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 წლის ბავშვი. ერთი ქალი კი გადარჩა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა.
„საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა რივნეს ოლქში. სატვირთო მანქანა მიკროავტობუსს შეეჯახა. დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი. ერთი ქალი გადარჩა, ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან.
ადგილზე მაშველები და პოლიცია მუშაობს. სამძებრო სამუშაოები გრძელდება. გამომძიებლები დოკუმენტურად აღწერენ მომხდარს და დაადგენენ ავტოსაგზაო შემთხვევის გარემოებებს“, – წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი იგორ კლიმენკო Telegram-ში.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ან უცხოელთან, ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან რაიმე სახის კავშირი აქვს და რაიმე, თუნდაც უფასო ბენეფიტს იღებს მისგან