უკრაინას NATO-ს და სხვა მოკავშირეებისგან მეტი დახმარება სჭირდება, რადგან ბრძოლის ველზე მძიმე მდგომარეობაა, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სამიტზე განაცხადა.
„მოველით, რომ შეხვედრის დროს განვიხილავთ უკრაინაში არსებულ სიტუაცია, სადაც ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. ვითარება ბრძოლის ველზე მძიმეა და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, რომ გავაგრძელოთ და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.