უკრაინას სთხოვენ მტკივნეულ დათმობებს, უსაფრთხოების გარანტიებისა და ევროკავშირისკენ დაჩქარებული გზის სანაცვლოდ

უკრაინას სთხოვენ მტკივნეულ დათმობებს, უსაფრთხოების გარანტიებისა და ევროკავშირისკენ დაჩქარებული გზის სანაცვლოდ
ტრამპის ახალი „სამშვიდობო გეგმის“ დეტალები გამოვლინდა. დოკუმენტი ოთხ ნაწილად იყოფა, მაგრამ არსი ნათელია: უკრაინას სთხოვენ მტკივნეულ დათმობებს უსაფრთხოების გარანტიებისა და ევროკავშირისკენ დაჩქარებული გზის სანაცვლოდ,- ამის შესახებ ექსპერტი, გია აბაშიძე წერს სოციალურ ქსელში. აბაშიძე დეტალურად წერს იმ დათმობებზე, რომლის სანაცვლოდაც მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებსა და ევროკავშირისკენ დაჩქარებულ სავალ გზას, რომელთა შორისაც რუსეთის კონტროლის განმტკიცებაა ყირიმზე, ლუგანსკსა და დონეცკზე. „ ტრამპის ახალი „სამშვიდობო გეგმის“ დეტალები გამოვლინდა.
დოკუმენტი ოთხ ნაწილად იყოფა, მაგრამ არსი ნათელია: უკრაინას სთხოვენ მტკივნეულ დათმობებს უსაფრთხოების გარანტიებისა და ევროკავშირისკენ დაჩქარებული გზის სანაცვლოდ. კერძოდ: ტერიტორიები. სთავაზობს რუსეთის კონტროლის განმტკიცებას ყირიმზე, ლუგანსკში და დონეცკში. სტატუსის ნებისმიერი ცვლილება – მხოლოდ დიპლომატიის გზით. დონეცკის რეგიონი. იქმნება ტერიტორიის დაახლოებით 30%-ზე შეიქმნება დემილიტარიზებული ზონა. უკრაინული და რუსული ძალები მისი საზღვრების მიღმა გაავლენ. ზაპოროჟიე და ხერსონი. ფრონტის ხაზი გაყინულია ამჟამინდელი კონტროლის აღიარებით. რუსული ჯარების გაყვანა. რუსეთმა უნდა დატოვოს ხუთი მონიშნული რეგიონის მიღმა ყველა სხვა ოკუპირებული ტერიტორია. ნატო.
აცხადებს, რომ ალიანსი შემდგომში არ გაფართოვდება და უკრაინას არ მიიწვევს. ნატოს ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე განთავსება დაუშვებელია. უკრაინის არმია. დაშვებული რაოდენობა 800 000 სამხედრო მოსამსახურით შემოიფარგლება. უსაფრთხოება. იღებს ნატოს მე-5 მუხლის მსგავს გარანტიებს, მაგრამ იურიდიული ძალის გარეშე. . შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ უნდა ჩატარდეს „რაც შეიძლება მალე“. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ხელახლა ამოქმედდება ამერიკული ოპერატორის ხელმძღვანელობით; უკრაინა მიიღებს გამომუშავებული ენერგიის 50%-ს. ევროკავშირი. გეგმა ითვალისწინებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 2027 წლის 1 იანვარს. რუსული აქტივები. აშშ აპირებს რუსული აქტივების ნაწილობრივ “გალღობას”. თანხების ნაწილი უკრაინის აღდგენას მოხმარდება. წყარო: უკრაინული ZN.UА“,- წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა