უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდში აფეთქების შედეგად ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა

უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ გუბკინის რაიონში აფეთქების შედეგად ცეცხლი გაჩნდა მნიშვნელოვან ობიექტზე.
მედიის თანახმად, გლადკოვის მიერ ხსენებული ობიექტი ბელგოროდის ოლქის სოფელ დოლგოეში მდებარე ნავთობსაცავია, რომელიც ს სანავთობო გიგანტს, „როსნეფტს“ ეკუთვნის.
უკრაინული საინტერნეტო გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ თავის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აფეთქება და ხანძარი არის უკრაინის დაზვერვის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგი.
ბელგოროდის ხელისუფლებამ სარაკეტო თავდასხმის საშიშროების რეჟიმი გამოაცხადა ორ რაიონში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სასაცილოა, რომ რასა იუკნევიჩიანე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციას მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეორე დღეს, შეიტანა შესწორება და მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ოპოზიცია ერთი დიდი აგენტურაა და რა სცენარში ჩაჯდებიან, მათი პატრონების გადასაწყვეტია