სთან მატჩისთვის 12 მოთამაშის ვინაობა ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს იწყებს. ერთკვირიანი შეკრება დასრულებულია – ალეკსანდარ ჯიკიჩმა ნაკრების კანდიდატები თბილისი არენაზე ავარჯიშა და ღია ვარჯიშის შემდეგ ის 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც საქართველოს ნაკრები სთან სათამაშოდ გავა.
შეკრებაზე არ ყოფილა თორნიკე შენგელია, რომელიც დღეს ევროლიგაში თამაშს ატარებს. მისი ბარსელონა ფრანგულ ვილერბანს მასპინძლობს და ეს მატჩი რომ დარულდება, საქართველოში უკვე 27 ნოემბერი, უკრაინასთან მატჩის დღე იქნება დამდგარი. შენგელია ჯიკიჩი მიერ დასახელებულ 12-კაციან განაცხადშია – ის ხვალ, გამთენიისას მოემგზავრება ბარსელონადან და თბილისში დღის 4 საათზე იქნება. თორნიკე ნაკრებს სასტუმროში შეუერთდება და 20:50 საათიდან თანაგუნდელებთან ერთად უკრაინის დასამარცხებლად იბრძოლებს.
ნაკრები 12-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება: რატი ანდრონიკაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, ლუკა მაზიაშვილი და მათე ხატიაშვილი. მაზიაშვილი, ტურძილაძე, ხატიაშვილი და ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, თად მაკფადენი ძირითად ნაკრებში დაბრუნდნენ – დანარჩენი ყველა ეროვნულ ნაკრებში გასულ ევრობასკეტზე იყვნენ. 17 წლის მათე ხატიაშვილმა ნაკრებში ერთადერთხელ, ევრობასკეტ 2024-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო მატჩი, სერბეთთან ითამაშა.
ეს შეხვედრა ქართველი გულშემატკივრების წინაშე ბოლო იქნება გიორგი შერმადინისთვის, რომელიც თითქმის 20-წლიან სანაკრებო კარიერას ასრულებს. ნაკრები მისი ბოლო მატჩი კი 30 ნოემბერს, ესპანეთში შედგება. შესარჩევი ტურნირის პირველი ფანჯრის მეორე მატჩი საქართველო ტენერიფეში ესპანეთს დაუპირისპირდება.
საქართველოსა და უკრაინის მატჩი თბილისი არენაზე 20:50 საათზე დაიწყება.
GBF.GE
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია მატჩის დღეს ბარსელონიდან გამოფრინდება და საქართველოს ნაკრებს დაეხმარება
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება – ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
შენგელიას ჩამოსვლა წარმოუდგენელია – საქართველოს ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით “თბილისი არენაზე” ივარჯიშა
“როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა” – ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
შედეგმაც არ დააყოვნა – საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია მატჩის დღეს ბარსელონიდან გამოფრინდება და საქართველოს ნაკრებს დაეხმარება
მაკფადენი დაბრუნდა – საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
შენგელიას ჩამოსვლა წარმოუდგენელია – საქართველოს ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით “თბილისი არენაზე” ივარჯიშა
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს