სთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ძალიან ახლოსაა და ორ საკითხზეა დამოკიდებული – კიტ კელოგი

-ის პრეზიდენტის, ს წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგი აცხადებს, რომ ში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა ძალიან ახლოსაა და ახლა ეს ორი მთავარი გადაუჭრელი საკითხის მოგვარებაზეა დამოკიდებული: უკრაინის დონბასის რეგიონის მომავალი და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.
კელოგმა, რომელიც იანვარში თანამდებობას დატოვებს, განაცხადა, კონფლიქტის მოგვარების მცდელობები „ბოლო 10 მეტრშია“, რაც, მისი თქმით, ყოველთვის ყველაზე რთულია.
კელოგის მტკიცებით, ორი მთავარი გადაუჭრელი საკითხი ტერიტორიას ეხება – პირველ რიგში დონბასის მომავალს და მეორე – უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომავალს, რომელიც ევროპაში უდიდესია და ს კონტროლის ქვეშაა.
„თუ ამ ორ საკითხს მოვაგვარებთ, ვფიქრობ, დანარჩენი საქმეები საკმაოდ კარგად მოგვარდება. თითქმის მივედით. ჩვენ ნამდვილად, ძალიან ახლოს ვართ“, – აღნიშნა კელოგმა.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ს ომის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობისა და დაშავების მასშტაბები „საშინელი და უპრეცედენტოა“ რეგიონული ომისთვის.
www.interpressnews.ge