რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინამ 32 დრონით იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის 4 ოლქზე. ამის შესახებ რუსული უწყება ტელეგრამ-არხზე წერს.
“გასულ ღამეს აღვკვეთეთ კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული იერიში მიეტანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებზე არსებულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით”. – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, 32 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის, ორიოლის, კურსკის და მოსკოვის ოლქების თავზე გაანადგურეს.
