მ ყირიმში 2 რუსული სადესანტო ხომალდი დააზიანა

უკრაინამ გასული ღამის განმავლობაში ს საოკუპაციო ძალებს შეუტია ანექსირებულ ყირიმში, რის შედეგადაც, საზღვაო ინფრასტრუქტურასა და სამხედრო საკომუნიკაციო ცენტრთან ერთად, დააზიანა 2 რუსული სამხედრო-სადესანტო ხომალდი — „აზოვი“ და „იამალი“.
უკრაინული მედიის ცნობით, უცნობია ხომალდების დაზიანების ხარისხი.
The Kyiv Independent-ის ცნობით, „იამალს“ 98-კაციანი ეკიპაჟი ემსახურება, „აზოვს“ — 87, ორივე ხომალდი კი შავი ზღვის ფლოტის 197-ე ბრიგადის ნაწილია, რომლებსაც ს არმია აქამდე აქტიურად იყენებდა საწვრთნელი მიზნებისთვისაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერ არ უპასუხია უკრაინული მხარის ინფორმაციისთვის.
ბოლო დღეებში რუსეთმა კიდევ უფრო მოუხშირა საჰაერო შეტევებს უკრაინის მიმართულებით და ძირითად სამიზნედ ენერგოინფრასტრუქტურა აირჩია.