უკრაინამ ტერმინი “რაშიზმი” დააკანონა – „რაშიზმი“ განმარტებულია, როგორც ჰიბრიდული, ტოტალიტარული იდეოლოგია, რომელიც აერთიანებს რუსულ შოვინიზმს, იმპერიალიზმს, ასევე კომუნისტური და ნაცისტური პრაქტიკის ელემენტებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც განსაზღვრავს ეროვნული მეხსიერების სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებს. პირველად სახელმწიფო დონეზე, კანონი იძლევა ისეთი მნიშვნელოვანი ცნებების ოფიციალურ განმარტებას, როგორებიცაა: „ომი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის“, „ეროვნული მეხსიერება“, „ისტორიული ანტიუკრაინული პროპაგანდა“, „დანაშაულები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“.




