უკრაინამ სოჭში მდებარე ნავთობის ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით სოჭში მდებარე ნავთობის ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანეს.
მედიის თანახმად, დრონებით თავდასხმა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, ღამის 2 საათის შემდეგ დაიწყო და სოჭში 20-ზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იერიშის შედეგად ნავთობპროდუქტების შემნახველ ავზს ცეცხლი გაუჩნდა.
ნავთობის ბაზა ადლერის რაიონში მდებარეობს, სადაც ასევე სოჭის აეროპორტია. იერიშების გამო, სოჭის აეროპორტმა დროებით მუშაობა შეაჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს