უკრაინამ რუსული ძალების შეტევის მოგერიების დროს F-16 დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა რუსული ძალების მიერ ღამით განხორციელებული იერიშის მოგერიების დროს F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი დაკარგა, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, პილოტმა, საავიაციო ქვემეხის გამოყენებით, სამი საჰაერო სამიზნე გაანადგურა და მეოთხეზე მუშაობდა.
„პილოტმა თვითმფრინავი დასახლებული ზონიდან მოშორებით მიმართა და წარმატებით კატაპულტირდა“, – ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის უსაფრთხო ადგილას იმყოფება.
„ყველა გარემოების ობიექტურად გასარკვევად შეიქმნა კომისია, რომელმაც უკვე დაიწყო მუშაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ადამიანები, რომლებიც ტარიფებს ეწინააღმდეგებიან, სულელები არიან – აშშ-ში ყველას, მაღალი შემოსავლის მქონე პირების გარდა, მინიმუმ 2 000 დოლარის ოდენობის დივიდენდი გადაეცემა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ალექსანდრ ტუპიცკის, ასევე, ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრებს, მათ შორის, მის სპეციალურ წარმომადგენელს სანქციები დაუწესა