ს ტყვეობიდან მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო მოსამსახურეები დააბრუნა

უკრაინაში ს ტყვეობიდან ში მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო მოსამსახურეები დააბრუნეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
შტაბის ცნობით, საზღვაო ძალების, სახმელეთო ჯარების, ტერიტორიული თავდაცვის, საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების, უპილოტო სისტემების ძალების, ასევე სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ შორის არიან მარიუპოლის დამცველები, რომლებიც 2022 წლიდან ტყვეობაში იმყოფებოდნენ.
დაბრუნებულ სამხედროებს სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანენ საჭირო გამოკვლევების, შემდგომი მკურნალობისა და რეაბილიტაციის ჩასატარებლად.
„სტამბოლის შეთანხმებების შესაბამისად გაცვლის პროცესი გრძელდება. გათავისუფლებულ პირთა ზუსტი რაოდენობა გაცვლის ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“, – აცხადებენ სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში.
უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, გაცვლის ამ ეტაპზე რუსეთის ტყვეობიდან გაათავისუფლეს მარიუპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის ოლქების დამცველები, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – უმძიმესი დღე დადგა, ზარ-ზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა – ამ გზაზე დაბრუნება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ყველა უნდა გამოვიდეთ და ვუპასუხოთ რუსთაველიდან

საქართველოს საგარეო უწყება – შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული