უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 100 ადამიანი დაიბრუნა

უკრაინამ ს ტყვეობიდან კიდევ 100 ადამიანი დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
“კიდევ 10 უკრაინელია სახლში, ში. ეროვნული გვარდია, მესაზღვრეები, უკრაინის შეიარაღებული ძალები. უმრავლესობა – მარიუპოლის მცველები.
ყველანი – ჩვენები, ყველანი – კვლავ მშობლიურ მიწაზე. ყოველ მამაკაცზე და ქალზე ვმუშაობთ და არ გავჩერდებით მანამ, სანამ ყველას არ დავაბრუნებთ!
ჩვენი გუნდი, რომელიც [ტყვეთა] გაცვლებზე მუშაობს, – მადლობას გიხდით შედეგისთვის, რომელიც ქვეყანას სჭირდება”, – წერს ზელენსკი.