უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი 90 მოქალაქე დაიბრუნა

ს ტყვეობაში მყოფი 90 უკრაინელი მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი Telegram-ზე ავრცელებს. ტყვეების გაცვლაში რუსეთსა და ს შორის შუამავლის როლი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეასრულა.
ზელენსკის თქმით, გათავისუფლებულები არიან ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები, სამხედრო მოსამსახურეები და მესაზღვრეები.
“ჩვენ რუსეთის ტყვეობაში მყოფი ყველა ადამიანი გვახსოვს. ვაგრძელებთ მუშაობას, რომ გავათავისუფლოთ თითოეული მათგანი. ჩვენ ვეძებთ ინფორმაციას ყველა იმ ადამიანის შესახებ, რომელსაც შესაძლოა, მტერი ტყვეობაში ამყოფებდეს. მადლობა ჩვენს გუნდს: ბუდანოვს, იერმაკს, მალიუკს, კლიმენკოს, ლუბინეცს. მადლობა ასევე ყველა პარტნიორს, რომელიც დაგვეხმარა ჩვენი ხალხის გათავისუფლებაში, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. ერთად ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ყველაზე რთულ მიზნებსაც კი”. – წერს ზელენსკი საკუთარ Telegram-არხზე.
5 თვის განმავლობაში ეს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა ყველაზე დიდი გაცვლაა. მხარეებმა ტყვეები ბოლოს 31 მაისს გაცვალეს.