უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 22 დრონიდან 15 გაანადგურა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 18 მარტს, ს მიერ გაშვებული 22 დრონიდან 17 ჩამოაგდეს, განაცხადეს უკრაინის სამხედროებმა Telegram-ში. დრონები განადგურდა უკრაინის ცხრა რეგიონის – ს, პოლტავის, ხმელნიცკის, ჩერკასკის, კიროვოჰრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და რივნეს – თავზე განაცხადეს სამხედროებმა და დასძინეს, რომ ხარკოვისა და სუმის რეგიონებსაც ესროლეს მთლიანობაში შვიდი რაკეტა.
სამხედროების მხრიდან ცნობები მსხვერპლის ან ზარალის შესახებ არ ყოფილა, მაგრამ სუმის რეგიონულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ქალაქ კონოტოპში.
რუსეთის არმიამ ცეცხლი ასევე დაუშინა ნიკოპოლის რაიონში სამ სოფელს და საკუთრივ ნიკოპოლს. საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰეი ლისაკის თქმით, რუსეთის არმიამ “მძიმე საარტილერიო ცეცხლი დაუშინა ნიკოპოლის რაიონის სამ სოფელს… “თვითმკვლელი” დრონები მიმართა ნიკოპოლისკენ. დაზიანდა ავტოგასამართი სადგური, სადაც ხანძარი გაჩნდა და ინფრასტრუქტურის ობიექტი.
18 მარტს საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა ბელგოროდის რეგიონი. რეგიონის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ჭურვი სოფელ ნიკოლსკოეში კერძო სახლს მოხვდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი: ცოლ-ქმარი, მათი 17 წლის ვაჟი და ცოლის მოხუცი დედა. მეორე შვილი გადარჩა. გუბერნატორის თქმით, ის ახლა ადგილობრივ საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. მანამდე გლადკოვმა ნიკოლსკის დაბომბვის შედეგად კიდევ სამი დაზარალებულის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, იქ ოთხი კერძო სახლი დაზიანდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს დილით ბელგოროდის რაიონში ათი ვამპირის რაკეტა ჩამოაგდეს.