უკრაინამ ოკუპირებულ ლუგანსკში ნავთობის საცავზე იერიში, სავარაუდოდ, ATACMS-ით მიიტანა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ოკუპირებულ ლუგანსკის ცენტრში მდებარე ნავთობის საცავზე.
როგორც სამხედრო ანალიტიკოსები წერენ, ნავთობის ობიექტს ს შეიარაღებული ძალები იყენებდნენ.
ინფორმაცია ოკუპირებული ლუგანსკის რუსეთის მიერ დანიშნულმა მმართველებმა გაავრცელეს. შესაბამისი ფოტო-ვიდეომასალა გავრცელდა სოციალურ ქსელებშიც.
ტელეგრამ-არხი BAZA წერს, რომ დაშავდა საცავის 5 თანამშრომელი.
სოციალურ ქსელებში შემთხვევის ადგილიდან გავრცელდა ფოტო, რომელშიც ამერიკული ATACMS-ის რაკეტის ნაწილი ჩანს.
გასულ დღეებში ცნობილი გახდა, რომ -მ ს ATACMS-ის რაკეტები, რომელთა რადიუსიც 300 კილომეტრია, საიდუმლოდ გადასცა.