მ კრასნოდარის მხარეში და სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა

უკრაინამ კრასნოდარის მხარეში და სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, დღეს ღამით თავდაცვის ძალებმა დრონების გამოყენებით ს კრასნოდარის მხარეში მდებარე „კრასნოდარის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და სამარის ოლქში მდებარე „სიზრანის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს.
„თავდაცვის ძალები შესაბამის ზომებს იღებენ, რათა ს შეტევითი პოტენციალი დაასუსტონ და აიძულონ რუსეთი, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია შეწყვიტოს“, – აცხადებს უკრაინის გენშტაბი.
გენშტაბის ინფორმაციით, „კრასნოდარის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა წელიწადში 3 მილიონ ტონა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ამარაგებს.