უკრაინამ დღეს, რუსულ მხარესთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში, კიდევ 1 245 დაღუპულის ცხედარი დაიბრუნა, – ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სტამბოლის შეთანხმებების რეპატრიაციის ნაწილი დასრულებულია. შტაბში აცხადებენ, რომ სტამბოლის შეთანხმებების ფარგლებში უკრაინამ რუსული მხარისგან 6 057 ცხედარი მიიღო.
სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზაზე პასუხისმგებელი დაწესებულებების თანამშრომლები რეპატრირებული ცხედრების იდენტიფიცირებისთვის საჭირო ქმედებებს ახორციელებენ.
