უკრაინამ ევროკავშირისგან $1,9 მლრდ მიიღო

მ ევროკავშირისგან, Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში, 1.9 მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსური მხარდაჭერის ტრანში მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი იუწყება.
„მინდა მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და მის მთელ გუნდს ასეთი ურყევი მხარდაჭერისთვის“, – წერს შმიგალი სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ევროკავშირის მხრიდან საბიუჯეტო მხარდაჭერამ უკვე თითქმის 8 მილიარდ ევროს მიაღწია.
ევროკომისიამ უკრაინას Ukraine Facility -ის ფარგლებში დახმარების პირველი ტრანში, 4.5 მილიარდი ევროს ოდენობით, 20 მარტს გადასცა.
ipn.ge