უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 185 ჯარისკაცი და 20 სამოქალაქო პირი დაიბრუნა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსული ტყვეობიდან სამშობლოში ვაბრუნებთ ჩვენს 185 დამცველს. მათ შორის, 183 რიგითი და სერჟანტია, 2 კი ოფიცერი. დამცველებთან ერთად სამშობლოში ჩვენი 20 მშვიდობიანი მოქალაქე ბრუნდება“, – აცხადებს .
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, დაბრუნებული სამხედროების უმეტესობა რუსეთის ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა.
უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში აღნიშნეს, რომ გაცვლის ფარგლებში უკრაინამ რუსეთს 205 სამხედრო და სამოქალაქო პირი გადასცა.