უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მეცხრე ეტაპი განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ მძიმედ დაავადებული და დაჭრილი ჯარისკაცები სამშობლოში დაბრუნდნენ.
„დღეს სტამბოლში შეთანხმებული გაცვლის მეცხრე ეტაპი გაიმართა. მძიმედ დაავადებული და დაჭრილი დამცველები სახლში ბრუნდებიან“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი ინფორმაციით, სტამბოლში მიღწეულ შეთანხმების ფარგლებში მ, საერთო ჯამში, 1 000-ზე მეტი ადამიანის დაბრუნება შეძლო.
ამავდროულად, ს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ, რუსეთ-უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თითოეული მხრიდან, დაახლოებით, 250 ადამიანი გაცვალეს. მისი თქმით, ეს გაცვლის ბოლო პარტიაა ადრე მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში.
ომის ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, გაცვლის ფარგლებში უკრაინაში დაბრუნდა უკანასკნელი დამცველი კუნძულ ზმეინიდან, ვიტალი გირენკო.

ასევე დაგაინტერესებთ