უკრაინამ და ესპანეთმა გააფორმეს მილიარდი ევროს ოდენობის უსაფრთხოების ხელშეკრულება

უკრაინის პრეზიდენტმა მ და ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გააფორმეს ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს მადრიდის მხრიდან უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების მიწოდებას მიმდინარე წელს.
ამ შინაარსის განცხადება გაკეთდა ერთობლივ პრესკონფერენციაზე მადრიდში, სადაც ზელენსკი 27 მაისს ჩავიდა ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელთან და მეფე ფელიპესთან მოლაპარაკებისთვის.
ესპანეთთან უსაფრთხოების ხელშეკრულება მეათე დოკუმენტია, რომელიც მ დასავლელ მოკავშირეებთან გააფორმა – მანამდე კიევმა ხელშეკრულებები დადო ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, სთან, კანადასთან, იტალიასთან, ჰოლანდიასთან, ფინეთსა და ლატვიასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ვენეციის კომისიის შეფასებები აცდენილია საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს, ვხედავთ მოწოდებას, დავუშვათ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, თუ მსგავსი კავშირის სამართლებრივი აღიარება