უკრაინამ და ევროკავშირმა გაწევრიანების მოლაპარაკებების ბოლო კლასტერის სკრინინგი დაასრულეს

უკრაინამ და ევროკავშირმა გაწევრიანების მოლაპარაკებების ბოლო კლასტერის სკრინინგი დაასრულეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ეკონომიკის, ეკოლოგიისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები მოლაპარაკებების ბოლო, მე-11 სექციის შესახებ – „სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება“ – დასრულდა.
უკრაინის ეკონომიკის, ეკოლოგიისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე მ 28 თემატური ბლოკი წარმოადგინა, კერძოდ, სოფლის მეურნეობის რეფორმების, სახელმწიფო მხარდაჭერის, ბაზრის რეგულირებისა და სოფლის მეურნეობის სექტორების განვითარების შესახებ.
„აღნიშნულმა უკრაინის მზადყოფნა დაადასტურა, რომ მზად არის ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ნაწილი გახდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მეხუთე კლასტერის მე-11 სექცია: „სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება“ მოიცავს სავალდებულო წესების დიდ რაოდენობას, რომელთა უმეტესობა უკრაინაში ძალაში შევა გაწევრიანებისთანავე, დამატებითი სამართლებრივი აქტების მიღების საჭიროების გარეშე.
ცნობისთვის, ივლისში უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის მეოთხე კლასტერის სკრინინგი წარმატებით დაასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. ქართულად მოლაპარაკე გელა უბრალოდ არ დააყენეს სოხუმში, სწავლის და განვითარების საშუალება არ მისცეს… აი ეს გელა დააკავა წუხელ რეჟიმმა

პროკურორი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებზე – მშობლების დახმარება განხორციელდა შვიდ უძრავ ქონებასთან, ასევე მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით – საუბარია 4 მლნ დოლარისა და მილიონ ლარზე მეტის გათეთრებაზე