უკრაინამ და -მა საერთაშორისო დახმარების გამოყენების კონტროლის შესახებ მემორანდუმს მოაწერს ხელი

უკრაინამ და -მა საერთაშორისო დახმარების გამოყენების კონტროლის შესახებ მემორანდუმს მოაწერს ხელი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანს საერთაშორისო დახმარების გამოყენების მონიტორინგის გაძლიერება წარმოადგენს.
სხვა საკითხებთან ერთად შეთანხმება კორუფციისა და თაღლითობის გამოსავლენად, დასადასტურებლად და თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის გაზიარებას ითვალისწინებს. ასევე, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების დასადგენად აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის პერიოდული შეხვედრები გაიმართება.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა იმედი გამოთქვა, რომ აპრილის ბოლომდე კონტროლის ყველა მექანიზმი სათანადოდ ამოქმედდება.
შეგახსენებთ, 29 იანვარს, ამერიკელი ინსპექტორები აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული დახმარების შესამოწმებლად კიევში ჩავიდნენ. დღეს, კიევს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდიც ეწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?