უკრაინამ და ალბანეთმა მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

მ და ალბანეთმა მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ავრცელებს.
„სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღიდან ალბანეთი უკრაინას, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ჩვენს ბრძოლას მხარს უჭერს. ჩვენ, უკრაინელების მიმართ თქვენი საზოგადოების თბილ დამოკიდებულებას არასდროს დავივიწყებთ!“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებასა და ბალკანეთის რეგიონში უკრაინის პოზიციების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ალბანეთის პრემიერ-მინისტრთან, ედი რამასთან შეხვედრაზე უკრაინის თავდაცვის საჭიროებებისა და იარაღის ერთობლივი წარმოების საკითხები განიხილა.

ასევე დაგაინტერესებთ