უკრაინამ -ს შეატყობინა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა – გამოცემა “W.P”

უკრაინამ -ს შეატყობინა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა – გამოცემა “W.P”
უკრაინამ აშშ-ს შეატყობინა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ორ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, თეთრი სახლის მაღალჩინოსნებმა მხარი არ დაუჭირეს ზელენსკის გადაწყვეტილებას, თუმცა არც წინააღმდეგობა გაუწევიათ და ამ ნაბიჯს „უკრაინის პრეზიდენტის სუვერენული არჩევანი“ უწოდეს.
„წინასწარ ინფორმირების შედეგად თეთრ სალხს მიეცა საშუალება, მოუწოდოს ზელენსკის ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გადახედვისკენ, თუმცა ვაშინგტონმა ჩათვალა, რომ ამის გაკეთება საჭირო არაა“, – წერს გამოცემა.
არსებული ინფორმაციით, 29 იანვარს ზელენსკიმ ზალუჟნის სხვა თანამდებობაზე გადასვლა შესთავაზა, რაზეც გენერლისგან უარყოფითი პასუხი მიიღო. ამ შეხვედრის შესახებ წერდნენ სხვა დასავლური გამოცემებიც, მათ შორის The Economist-ი და Financial Times-ი.
მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ასევე პრეზიდენტის ოფისმა. CNN-ის ცნობით, ზელენსკი მიმდინარე კვირის ბოლომდე ხელს მოაწერს ბრძანებას ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა