უკრაინამ მოამზადა და უკვე გადასცა ამერიკულ მხარეს საკუთარი წინადადებები მინერალური რესურსების შესახებ სამომავლო შეთანხმებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის კონსულტაციების მიმდინარეობის ფაქტი დადებითი ნიშანია და იმედი აქვს, რომ კონსულტაციების შემდეგ მოლაპარაკებები გაგრძელდება მანამ, სანამ მხარეები შეთანხმებას არ მიაღწევენ.
„უკრაინის დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა, ამერიკული მხარისთვის გადაეცა ყველა ის წინადადება, რომელიც ჩვენ აქ, კიევში მოვამზადეთ და რომელზეც შევთანხმდით. ყველა მათგანი განხილვის საგანი იყო. გარკვეული შეთანხმებები მიღწეულია, მაგრამ მოველი, რომ ამ კონსულტაციების შემდეგ მოლაპარაკებები გაგრძელდება მანამ, სანამ შეთანხმებას არ მივაღწევთ. ცხადია, ეს ფინალური რაუნდი არ არის“, – აღნიშნა სტეფანიშინამ.
ipn.ge
