უკრაინამ ამერიკული HIMARS-ისით რუსეთის ბელგოროდის ოლქში თბოელექტროსადგურს დაარტყა

რუსული ტელეგრამ არხები წერენ, რომ 28 სექტემბერს მ ამერიკული HIMARS-ის მეშვეობით ს ქალაქ ბელგოროდის მახლობლად მდებარე თბოელექტროსადგურზე იერიში მიიტანა.
ცნობები გავრცელდა ერთ-ერთ ქვესადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად ბელგოროდის ოლქის სხვადასხვა ნაწილში ელექტროენერგიის გაითიშვის შესახებაც.
ობიექტზე დარტყმა და რეგიონში ელექტროენერგიის “მნიშვნელოვანი გათიშვა” ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმაც დაადასტურა.
მანამდე, 17 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა მ დაადასტურა, რომ უკრაინა HIMARS-ის რაკეტებს NATO-ს მიერ დაფინანსებული ამერიკული შეიარაღების პაკეტის ფარგლებში მიიღებდა.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში კიევმა რუსეთის შემოსავლის ძირითად წყაროზე, ნავთობის, გაზისა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გააქტიურა. ხარკოვის ოლქის საზღვართან მდებარე ბელგოროდი კი უკრაინის დარტყმების რეგულარულ სამიზნეს წარმოადგენს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ოლექსანდრ სირსკიმ 25 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ნავთობის სექტორის ინფრასტრუქტურაზე ს დარტყმებმა სერიოზულად შეაფერხა რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის საწვავის მიწოდება და, ზოგადად, ლოჯისტიკა.