უკრაინის შეიარაღებული ძალები იტყობინება, რომ ავდიივკის მახლობლად, კიდევ ორი სოფლიდან დაიხია უკან. ავდიივკაზე კონტროლი, თვის დასაწყიში, რუსმა სამხედროებმა მოიპოვეს. მას შემდეგ, ქვეყნის აღმოსავლეთში ამ ქალაქის ირგვლივ უკრაინელები უკან იხევენ. შეფერხებული დასავლური დახმარებისა და შეიარაღების სიმცირის ფონზე, უკრიანელ სამხედროებს ფრონტის ხაზზე პოზიციების შენარჩუნება უჭირთ.
უკრაინული მხარის ცნობით, მისმა სამხედროებმა უკან დაიხიეს სტეფოვისა და სიევერნეს სოფლებიდან, რომლებიც ავდიივკის დასავლეთით მდებარეობენ.
“ჩვენმა ძალებმა უკან დახიეს პატარა სოფლებიდან, სიევერნედან და სტეფოვიდან… მძიმე ბრძოლები სიევერნესთვის გასულ საღამოსა და ღამეც გრძელდებოდა”, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა დმიტრო ლიხოვიმ.
მისივე თქმით, უკრაინულმა ძალებმა ავდიივკის ირგვლივ ახალი თავდაცვითი პოზიციები დაიკავეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, მათ სიევერნე აიღეს და რუსმა ჯარისკაცებმა “უპირატესობის მქონე ხაზები და პოზიციები დაიკავეს”.