უკრაინაზე რუსულ საჰაერო თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა

კიევის განცხადებით, რუსეთმა უკრაინული ქალაქების მიმართულებით ათობით რაკეტა გაისროლა. ასევე ოფიციალური ცნობით, რუსული კომბინირებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, დაზიანდა საცხოვრებელი და კომერციული შენობები.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დასავლეთ ხმელნიცკის რეგიონში დაიღუპა, სადაც ასევე დაზარალდა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა.

კრივი რიჰში, 62 წლის მამაკაცი დაიღუპა, დაზიანდა სავაჭრო ცენტრი, უამრავი კერძო სახლი და საცხოვრებელი კორპუსი. უკრაინის სამხრეთ ცენტრალური ქალაქის მერის განცხადებით, მიმართულებით, კრივი რიჰის მიმართულებით, რუსეთმა ცხრა რაკეტა გაისროლა.
„შეშლილმა მტერმა კიდევ ერთხელ დაარტყა მშვიდობიანი მოსახლეობას“, – დაწერა რეგიონის გუბერნატორმა, სერჰი ლისაკმა “ტელეგრამში”. მისი თქმით, რაკეტები გამიზნულად მშვიდობიან მოსახლეობაზე იყო მიმართული.

უკრაინის ეროვნული პოლიციის განცხადებით, სულ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 38 ადამიანი დაშავდა.

რუსეთმა განაცხადა, რომ ორშაბათს, უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ობიექტებს, ზღვიდან და ჰაერიდან დაარტყა.

„დღეს დილით, უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე მრავალჯერადი შეტევა განხორციელდა მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე, საზღვაო და საჰაერო იარაღით, მათ შორის „კინჟალის“ ჰიპერბგერითი სარაკეტო სისტემის ჩათვლით“, – განაცხადა ს თავდაცვის სამინისტრომ.

ს განცხადებით, მისმა საჰაერო თავდაცვამ 51 რაკეტიდან 18 გაანადგურა. ეს მონაცემი ჩვეულებრივზე გაცილებით დაბალია. როგორც წესი, საჰაერო თავდასხმების შემთხვევაში, რუსული რაკეტების თუ დრონების უფრო დიდი რაოდენობის ჩამოგდების შესახებ საუბრობს. ამჯერად, კიევის განცხადებით, ეს შედეგი, რუსეთის მიერ გასროლილ ბალისტიკური რაკეტების დიდმა რაოდენობამ გამოიწვია, რომელთა ჩაჭრა უფრო რთულია.

„ახსნა მარტივია, ისინი დაფრინავდნენ ბალისტიკური ტრაექტორიით და იმ რეგიონებში, სადაც მათი ჩამოგდება არ შეგვიძლია“, – განაცხადა საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იჰნატმა, ადგილობრივ ტელეკომპანიასთან საუბრისას. საჰაერო ძალების განცხადებით, რუსული ძალების მიერ გასროლილი რვავე დრონი ჩამოაგდეს.